- ცხოვნება
- — (ვაცხოვნებ) განრინება, გამოხსნა (ფსალ. 3, 7 და 11, 1, კუალად 68, 1), спасать.— მოცემა ღვთისაგან სიცოცხლისა, დღეგრძელობისა (მუნვე 19:6, 9 და 118:25, 37).— დადგინება, ანუ წურთნა კაცთა საქმესა ზედა საუკუნოსა ნეტარებისასა (1 კორ. 7, 16).— (ვსცხოვნდები) განრინება, მორჩენა, ანუ ცხოვრება (ფსალ. 32, 16 და 88, 48; დან. 3, 9), спасаться, жить, здравствовать.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.